|
2015-05-26 09:42:08, 419 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო დღეს რამდენიმე ღონისძიებას გამართავს
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისიებას გამართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ პროდუქციის გამოფენას მოინახულებს. დამოუკიდებლობის დღესასწაულზე 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ასევე მოეწყობა სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის გამოფენა. სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა დილიდან 11 ქალაქში განმოიფინება: რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, ახალციხე, მცხეთა და ოზურგეთი. გარდა ამისა, 13:30 თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)