15:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:34:51, 807 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ვაშაძე: ხადური დღეს დაიმალა

„ხადური განხილვაზე არ მოვიდა, რადგან  მას ეშინია, რომ პრობლემებს თვალი გაუსწოროს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, მთავრობას არა აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან. 
„მთავარი რასაც დღეს ხალხი მთავრობისგან მოელის ეს არის კონკრეტული გეგმა როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან  ან თუნდაც „შოკუნიებიდან“ როგორც ხადურმა თქვა, რომელიც დღეს დაიმალა, მაგრამ ეს გეგმა არ არსებობს  და რაღაც ციფრებით ხდება მანიპულირება. საბოლოო ჯამში დღევანდელი დისკუსიის შედედად  რა დარჩება?  ისევ გაუფასურებული ლარი, მოუმატებელი პენსია და დაკარგული სამუშაო ადგილები. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.  
ამასთან, როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის  ანგარიშს გაეცნო  და აღნიშნა, რომ მასში დღვანდელი სიტუაციის სიღრმისეული ანალიზია მოცემული. 
თუმცა მისივე თქმით, მას ქადაგიძესთან აქვს კითხვა ქვეყანაში    არსებული  ეკონომიკური პრობელემების  შესახებ  უფრო ადრე რატომ არ ისაუბრა. 
„რატომ  უფრო ადრე არ თქვა ამ პრობლემების შესახებ  და როგორ აპირებს ამ კრიზისიდან დაღწევას, ეს არის ჩემი მთავრი კითხვა ეროვნულ ბანკთან, მე ველოდები ბანკისგან უფრო ღია,  მკაფიო გზავნილებს თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს,  ის პოლიტიკური კინკლაობა და გადაბრალებები,  რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ეს კიდევ უფრო აზიანებს პროცესს. ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის ინტერვენციაში  ამ სიტუაციაში“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics