|
2018-05-12 14:33:15, 1460 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ასეთი სისულელე თავში არავის მოსვლია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღმის კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მომხდარს ნარკოტიკებთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. „კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც.ასევე,შემოტანის არხები.მაგრამ,ამ ყველაფერს ვერ ეხებიან ,რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში. გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად,დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით.ასევე საჭიროა,გონივრული საინფორმაციო კამპანია,რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ,თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება,მათი სიცოცხლისთვის“, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბებში მყოფმა პირებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სამინისტროს ცნობით, 20 პირი დააკავეს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ცნობით, აქციაზე 60-მდე პირის დაკავება მოხდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)