|
2018-05-10 16:37:37, 1386 ნახვა
სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო ტაქტიკური კურსი დაიწყო
ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით, ახალი, ფრანგული კურსის ანალოგი - სამთო ტაქტიკური კურსის განვითარების მეორე ფაზა მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კურსი სამთო ტაქტიკაში, მაღალმთაში ბრძოლების წარმოების მიზნით, ქვეითი ოცეულების მომზადებას ითვალისწინებს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რომელიც სამთო ტაქტიკური კურსის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. მოგვიანებით ლევან იზორიამ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა სამთო მომზადების სკოლის ჩამოყალიბებისა და წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა და ქართული მხარისთვის კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამთო ტაქტიკური კურსის დაწყებით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პირად შემადგენლობას კურსის დაწყება პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმაც მიულოცეს. მათ თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით სამთო მიმართულების გაძლიერების კუთხით, ორ ქვეყანას შორის ინტენსიური თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ოლივიე მადიო საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს. ლევან იზორიამ საფრანგეთის ელჩს სპეციალური სიგელი, ხოლო თავდაცვის ატაშეს მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)