|
2018-05-10 10:25:30, 1240 ნახვა
სამხედრო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სუს-ის წარმომადგენლებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს 2015 წელს განხორციელებული რეფორმა გააცნეს, რომლის შედეგადაც შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელებს წარუდგინეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხებს. სუს-ის წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)