|
2018-05-08 10:48:30, 608 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ესტაკადის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ესტაკადის პროექტის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ფაზაში გადადის. ხიდის მალების, ე.წ. კოჭების ბურჯებზე დალაგების და მიერთების პროცესს ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო. პარალელურად ფრანგული კედლის ფილების მონტაჟი ხორციელდება. უნიკალური საინჟინრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ მიაწოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას და გზის გახნსას მაღალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე გეგმავს. მისი თქმით, სამომავლოდ ბათუმის ესტაკადა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებაში. ბათუმის ესტაკადას პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას. სამშენებლო პროცესში დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)