18:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 09:15:55, 1542 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ  ბ.ო.-ს მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ.

„გამოძიების ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს კუთვნილ  საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბ.ო.  ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. აღნიშნული ქმედება  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის  მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ნ.ა.-ს მეუღლის - 1984 წელს დაბადებული  ლ.ბ.-ს მიერ  ბ.ო.-სთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლ.ბ.-ს ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შ.ბ.-მ.

მომხდარის შემდეგ, ისრაელის მოქალაქე, ამჟამად დაკავებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics