|
2018-04-30 12:36:09, 1952 ნახვა
სამართალი
ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოავლინეს. თურქეთის რესპუბლიკაში გატანამდე, აჭარაში გადამოწმების მიზნით შეჩერებული 6 სატვირთო ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო მურყანის (თხმელას) სახეობის 245 მ3 საშეშე მერქანი. მძღოლების მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რის გამოც, მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (128 პრიმა 2 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს). გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ადგილზე გადამოწმების შედეგად, ოთხ მათგანში მითითებული მონაცემები არ დადასტურდა, კერძოდ, გაირკვა, რომ ხე-მცენარეები არ იყო მოპოვებული წარმოშობის დოკუმენტში მითითებულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ოთხივე სატვირთო ავტომანქანა დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაშია გადაგზავნილი.
(NS)
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)