|
2018-04-28 16:09:13, 1784 ნახვა
პოლიტიკა
15:00 საათის მდგომარეობით, ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.1% შეადგინა
15:00 საათის მდგომარეობით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.1% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთო ჯამში 60-ვე საარჩევნო უბანზე 408 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. „ამ დროისთვის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 41.1%. შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატოს თავისი კონსტიტუციური ნება", - განაცხადა მიქელაძემ. მანკიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალქეებს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ და მათ შეახსენა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია. ცნობისთვის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე; "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)