|
2015-05-23 10:09:08, 1002 ნახვა
საზოგადოება
სიღნაღს ახლადგარემონტებული ქორწინების სახლი ექნება
ქალაქ სიღნაღში, უახლოეს ხანში, ქორწინების სახლის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სარიტუალო დარბაზი დროებით დაიხურება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს. „სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა დიდია, ამის მიზეზი კი სიღნაღის ქორწინების სახლის 24 საათიანი რეჟიმით მუშაობაა. სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე სიღნაღის ქორწინების სახლში წყვილები რეგისტრაციას იმავე შენობის პირველ სართულზე მდებარე სივრცეში შეძლებენ. სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის საფასური 50 ლარს შეადგენს. ქორწინების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება და განახლებული დარბაზი ტურისტულ სეზონის მიმდინარეობის პარალელურად გაიხსნება. როგორ ცნობილია, ქალაქ სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში. ცნობისთვის, სიღნაღში ქორწინების სახლი 2007 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. კოსტავას ქ. #10–ში მდებარე ქორწინების სახლის შენობა მე–19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა; სახლი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)