|
2018-04-24 14:14:49, 735 ნახვა
რეგიონი
აჭარას დუბაიში საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “ATM 2018” უწევს პოპულარიზაციას. გამოფენის სტენდთან ვიზიტორები აჭარის შესახებ ინფორმაციას განახლებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მეშვეობით ღებულობენ, რომლებშიც საინტერესოდაა აღწერილი რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი საზღვაო თუ სამთო ტურისტული პროდუქტი. დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 153 ქვეყნიდან 28 000-ზე მეტი ტურისტული ბიზნესის, საერთაშორისო მედიისა და მთავრობის წარმომადგენელი ესწრება. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიების, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. „ძალიან აქტიური გამოფენაა. მსოფლიოში ყველა წამყვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მასში ღებულობს მონაწილეობას, რაც საქმიანი ურთიერთობების, კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა. უშუალოდ ვიზიტორების მხრიდან ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ დიდია. ისინი განსაკუთრებით ჩვენი ეროვნული პარკებითა და მთის ტურისტული პროდუქტებით ინტერესდებიან. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩვენ აჭარის პოზიციონირება გასულ წელს დავიწყეთ და წელს ვგეგმავთ, ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების ჩამოყვანას რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, რასაც ბუნებრივია მოყვება აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემები, სიუჟეტები, რეპორტაჟები და სტატიები უკვე არაბეთის გაერთიანებული საამიროების მედიასაშუალებებში. ჩვენს ქვეყანაში არაბი მოგზაურების რაოდენობა მზარდია, რასაც ბათუმისა და თბილისის მიმართულებით არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან პირდაპირი ფრენების ზრდაც განაპირობებს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ. დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 1994 წლიდან იმართება. ის 22 აპრილს გაიხსნა და 25 აპრილს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)