|
2015-05-22 16:06:29, 537 ნახვა
საზოგადოება
პროექტი "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გრძელდება
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ნატოს სამეკავშირეო ოფისი პროექტს - "ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" აგრძელებს. პროექტის ფარგლებში სამცხე ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ. სტუმრებს სიტყვით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და ნატოს სამეკავშირე ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან თეონა აქუბარდიასთან შეხვედრის საშუალებაც მიეცათ. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებას და მათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ჩართვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)