14:46 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 11:40:11, 1828 ნახვა

სამართალი
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი ლაშა ჩ.დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ ლაშა ჩ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების- 107 000 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 000 ლარამდე შემცირებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 5000 ლარი. ლაშა ჩ-მ, იმავე მოქალაქეს, 2018 წლის 16 აპრილს, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი- 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის  18 აპრილს, ასევე გამოართვა 1000 ლარი, რა დროსაც იგი  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9  წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics