|
2018-04-18 20:58:06, 1617 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: პროგრამები, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, კიდევ უფრო კარგ არგუმენტებს მოგვცემს, რათა მეტი დაფინანსება მოვიზიდოთ
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართული Facebook-live-ის დროს ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე. „ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გვაქვს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტიტუტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელსაც მივაღწიეთ 2017 წლის ბოლოს და რომელიც გვაქვს 2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შევიდეთ მოლაპარაკებებში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა გავზარდოთ დაფინანსების ხაზები საქართველოსთვის. ამას გარდა, ჩვენ გვექნება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, დაგეგმილია შეხვედრები მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში. „მე პირადად, მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი. ამის მიზეზს მაძლევს რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, როგორც ვისაუბრეთ, ეს არის ის მაკროეკონომიკური მონაცემები, რომლებიც ოფიციალურად გვაქვს. მეორე-მიუხედავად იმ ტურბულენტობისა, რომელიც შეიმჩნევა რეგიონში, საქართველო განაგრძობს ეკონომიკური განვითარების გეზს და მესამე - ეს არის ჩვენი მეგობრების კეთილგანწყობა. დარწმუნებული ვარ, ის ახალი პროგრამები, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, კიდევ უფრო კარგ და მეტ არგუმენტს მოგვცემს, რათა საქართველოში მოვიზიდოთ მეტი დაფინანსება. მინდა შეგახსენოთ, რომ გასული წელი იყო საუკეთესო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ჩვენ ეს გაზი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)