|
2015-05-22 12:22:26, 461 ნახვა
საზოგადოება
დღეს ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა
22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით საქართველოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. "ბაღის ფრინველთა საათის" კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა. მოძრაობის თეატრში კი, ბიომრავალფეორვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება. ფოტოკონკურსში „ბიომრავალფერონება მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პრიზებით დააჯილდოვებს. დღის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გიგლა აგულაშვილი „მოძრაობის თეატრში“ უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)