21:14 - 29 Jul, 2026
|
2018-04-17 12:15:56, 1584 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის პარლამენტში შესახვედრად ოპოზიციამ შეკრება ვერ შეძლო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, რის გამოც იგი პარლამენტში აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივა. "გულწრფელად მჯერა, სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე დისკუსია მთლიანად პარლამენტთან არის საჭირო და არა მხოლოდ მის უმრავლესობასთან. ვინაიდან, დღეს დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, გადავწყვიტე, პარლამენტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივიდე"- წერს მამუკა ბახტაძე. შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის რეფორმის განსახილველად ხვალ პარლამენტში მისვლას გეგმავდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)