|
2018-04-16 15:09:50, 1076 ნახვა
სამხედრო
კონფლიქტის ანალიზისა და მართვის შესახებ ტრენინგი დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „კონფლიქტის ანალიზი და კონფლიქტის“ მართვა დაიწყო. კურსს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში კონფლიქტის ანალიზისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებენ. ტრენინგის განმავლობაში საუბარი კოფლიქტების გამომწვევ მიზეზებს, ფაქტორებს, კონფლიქტის მართვისთვის საჭირო მექანიზმებს შეეხება; იმსჯელებენ მოლაპარაკებებისა და მედიატორის როლზეც. კურსს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის საჯარო მოხელეები ესწრებიან. ტრენინგის მონაწილეები კონფლიქტის მართვის პროცესში ნატოსა და ევროკავშირშის მოქმედი დოქტრინებისა და ძირითადი გზავნილების შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას. კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)