|
2018-04-16 14:00:46, 896 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა. როსარია პულისმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული, 200 ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოში ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით, სტუმრებისთვის შავ ზღვაზე საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა. საზღვაო წვრთნის მიზანი იყო სააბორდაჟო ჯგუფების ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, სწრაფად ცვალებად გარემოში დროული და სწორი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა და მზადყოფნის შემოწმება. სწავლებაში, შიდაუწყებრივი ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით, ჩართული იყო სასაზღვრო ავიაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)