05:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 15:10:10, 590 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 2 ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ფორდის მარკის 18–20 კუბიანი, ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მანქანები საკურორტო ზონის, ანაკლია–განმუხურის სოფლებს მოემსახურება.

ასევე, გამგეობამ შეიძინა სანაპიროს დასუფთავებისთვის სპეცტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა უახლოეს დღებში ელოდება. სპეცტექნიკასთან ერთად შეძენილია ნაგვის ყუთები და ბუნკერები, რომლებიც განთავსდება ყველა სოფლის ცენტრში და სანაპირო ზოლში.

„დასუფთავების სამსახურთან ერთად ტექნიკა ხელს შეუწყობს მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანაში და გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში“, - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics