|
2015-05-21 13:42:10, 725 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: 2013 წელთან შედარებით, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 2013 წელთან შედარებით, ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ასევე გაზრდილია ცალკეულ შემთხვევებში განჩინებათა დასაბუთებულობის ხარისხი. "წინა წლების საპარლამენტო ანგარიშების მსგავსად, 2014 წელს ანგარიშში განხილულია ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინებების დასაბუთებულობის საკითხი.ასევე პირის დაკავებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები.შესწავლის შედეგების მიხედვით, 2013 წელთან შედარებით, იმატა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც რაოდენობრივმა, ისე პროცენტულმა მაჩვენებლმა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ განჩინებათა დასაბუთებულობის ხარისხი ცალკეულ შემთხვევებში გაიზარდა",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)