20:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:04:23, 705 ნახვა

სამართალი
ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში,  ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონოდ მოქმედი შვიდი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საამქროების ტეროტირიაზე ნაპოვნია ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები, რომელთა საერთო ოდენობამ  12 კუბური მეტრი შეადგინა.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics