15:26 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 15:43:09, 817 ნახვა

რეგიონი
ყოლბაია: მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას

მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას- ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მიესალმება.

ყოლბაიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტ მიმართულია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაღრმავებაზე.

„მივესალმები ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ინტეგრაციისკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენთვის უპირველესი პრობლემის, გადაწყვეტის გზა ურთიერთმიტევებაზე, თანაცხოვრების ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძვნებული ურთიერთობების აღდგენაზე, იდენტობის შენარჩუნება-განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მიღწევის გზების დასახვა-განხორციელებაზე გადის. საკანონმდებლო ინიციატივა ამ ისტორიული, სასიცოცხლოდ აუციელებელი ამოცანის გადაწყვეტის დაჩქარებას ემსახურება“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics