|
2015-05-21 12:23:58, 415 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშით წარდგება
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტში ანგარიშით დღეს წარდგება. როგორც ნანაუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში შენიშვნები პენიტენციალურ სისტემას და ასევე სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას ეხება. „იმედი მაქვს, დღეს იქნება საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი. იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ანგარიშში იკვეთება. ეს პირველ რიგში ეხება სამართალდაცველთა საქმიანობას, პენიტანციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. შენიშვნები გვაქვს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ეხება ეს როგორც ძველი საქმეების გამოძიებას, არაერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის, ასევე გასული წლის განმავლობაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიებაზე“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია მიმდინარე წელსაც ექნება. „ეს არის ერთერთი მთავარი რეკომენდაცია, როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელსაც. ვიმეორებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც წინა წლის განმავლობაში არ შესრულდა“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, ანგარიშის მოსმენა პარლამენტში ხვალაც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)