|
2018-04-04 16:49:08, 1592 ნახვა
სამხედრო
სტუდენტებმა ნატოს დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღნიშნეს
ნატოს დაარსების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში გორის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო კაპიტანმა შტეფან ანიქოფერმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ უმასპინძლეს და საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ესაუბრნენ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალიწინებულ ინიციატივებსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პესპექტივებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს სტუდენტებს მათთვის მოწყობილი ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენის დათვალიერებისა და სიმულაციური სწავლების ცენტრის მონახულების საშუალებაც ჰქონდათ. წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 69-ე წლისთავი აღინიშნება. სტუდენტები ვაზიანში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)