|
2018-04-02 18:54:24, 1784 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings“-მა „ნიკორა ტრეიდს“ B+ ხოლო ობლიგაციებს BB – რეიტინგი მიანიჭა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Scope Ratings-მა" სს "ნიკორა ტრეიდს" B+, ხოლო კომპანიის მიერ გამოსაშვებ ობლიგაციებს BB - რეიტინგი მიანიჭა. საქართველოში, კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში, "ნიკორა ტრეიდი" პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას საშუალებას მისცემს გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც კომპანიისთვის პირველი პრეცენდენტია დოლარის ობლიგაციების გამოშვების შემდეგ. ტრანზაქციაზე განთავსების აგენტად კომპანიამ თიბისი კაპიტალი დანიშნა. „რეიტინგი ასახავს ჩვენს წარმოდგენას "ნიკორა ტრეიდზე" როგორც წამყვან, მაღალი მომგებიანობის მქონე საკვები პროდუქტების რითეილერზე, რომელსაც ასევე გააჩნია პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერი მსყიდველობითი უნარი და ინტეგრირებული ჰოლდინგური სტრუქტურა", - აცხადებენ „Scope Ratings"-ში. „Scope Ratings"-ი ასევე აფასებს „ნიკორა ტრეიდის" საოპერაციო და მაკრო-ეკონომიკურ გარემოს, ამასთანავე ამ ინდუსტრიაში მოსალოდნელ კონსოლიდაციის შესაძლებლობებსა და რისკებს (იხ. Scope Ratings-ის პრეს რელიზი https://www.scoperatings.com/#search/research/detail/156295EN. სს "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით ურუშაძის განმარტებით - „ნიკორა ტრეიდი" წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე. ჯერ კიდევ 2016 წელს, პირველად გამოვუშვით $5 მლნ ნომინალის მქონე ობლიგაციები. აღებული ვალდებულებების წარმატებით დაფარვის შემდეგ დავიწყეთ აქტიური სამზადისი და 2018 წლის ივნისისთვის, ვგეგმავთ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული $10მლნ-ის ექვივალენტი მოცულობის ობლიგაციების ახალ გამოშვებას საჯარო განთავსების გზით. აღნიშნულ ტრანზაქციაზე განთავსების აგენტად ავირჩიეთ თიბისი კაპიტალი, ჩვენი პარტნიორი თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო საბანკო მომსახურებები. აღიარებული გერმანული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „Scope Ratings"-ის მიერ ჩვენი კომპანიისთვის მინიჭებული რეიტინგი გახლავთ კომპანიის უმაღლესი შეფასება რაც ხაზს უსვამს „ნიკორა ტრეიდის" სანდოობას და ფინანსურ გამჭვირვალობას".
(R)
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)