|
2018-03-31 16:03:44, 1773 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაზე მეტად გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს
„დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა რეფერენდუმის დღეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება. „დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც 18 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის სრულიად ახალი ტრაექტორია განსაზღვრა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოვიგონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამაში ძალიან დიდია თითოეული იმ ადამიანის როლი, რომელიც ამ დარბაზში და არა მხოლოდ აქ იმყოფება, იმ გულანთებული აქტივისტებისა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების წარმატებას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ის ადამიანები შევარჩიოთ, რომლებიც იქნებიან ლიდერები ადგილზე და ყველაზე კარგად მოიტანენ რეგიონის ხმას პარტიის ცენტრალურ ორგანოებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომლის გაძლიერებაც რაიონებიდან, რეგიონებიდან იწყება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)