|
2015-05-20 16:51:53, 615 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში ფესტივალი „ყველაზე ნიჭიერი“ დაიწყო
ზუგდიდის მუსიკალური სკოლის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შორის „ყველაზე ნიჭიერი“ – ს გამოვლენის ღონისძიება დაიწყო. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნონა თოლორაია, გამგეობის თანამშრომლები, ბულგარეთის ფესტივალის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელოვნების ცენტრ „ჰარმონია“–ს დირექტორი და საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე ესწრებოდნენ. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სკოლამდელი აღსაზრდელები ერთმანეთს ცეკვაში, სიმღერაში, ინტელექტუალურ თამაშებში და ხატვაში შეეჯიბრებიან. საბავშვო ბაღებს შორის გამარჯვებულს, ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ციცო თოლორაია, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია, განათლების განყოფილების უფროსი ზაზა გაბისონია, საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე და საკრებულოს აპარატის წევრები. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დასახელდებიან. პრველი ადგილის მფლობელ საბავშვო ბაღს ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით გადაეცემა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 200 ლარი და მესამე ადგილზე გასულებს 150 ლარი, ხოლო დანარჩენ ნომინაციებზე გასულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)