|
2015-05-20 15:48:44, 481 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ეტაპი 24-25 მაისს გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკას“ ფინალური ეტაპი 24-25 მაისს გაიმათება. პროექტის პირველ ეტაპზე, 20 აპრილიდან მაისამდე, თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ. ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24-25 მაისს ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან. პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)