17:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 14:07:42, 1472 ნახვა

პოლიტიკა
„დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე“ - კამათი პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

საქმე ეხება კონსტიტუციის ახალ  რედაქციაში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ ჩანაწერს: საქართველოს სახელწმიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური.

ადა მარშანია ითხოვს, აღნიშნული ჩანაწერი ასე შესწორდეს: საქართველოს სახელწმიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში-ქართული და აფხაზური.

მარშანია მიიჩნევს, რომ  მის მიერ შემოთავაზებული  ჩანაწერი უფრო აკადემიურია.

„არმინდა გავაჟღერო აქ, თუ რატომ არ გინდათ ამ რედაქციის გაკეთება, იცით რატომ?! იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოა და არ მინდა ამ ჩემი განცხადებით ის დავაზიანო, ის არგუმენტი,  რაც მე მოვისმინე ისეთი სირცხვილია, რომ გაჟღერებაც არ მინდა. საფუძველიც მაქვს მე უკვე თქვენ დიდი უნდობლობა გამოგიცხადოთ  ამის გამო, და საერთოდ, იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ ამ პარლამენტში თქვენს წინააღმდეგ. ისეთი არგუმენტი მითხრეს საპასუხოდ, თუ რატომ არ გინდათ სარედაქციო შესწორების გაკეთება. შეგნებულად არ ვაჟღერებ ამას“,-განაცხადა ადა მარშანიამ.

ირაკლი კობახიძემ მას მოუწოდა, დაესახელებინა არგუმენტი, თუმცა ადა მარშანიამ უარი თქვა:

„არაფერი გავქთ გასაჟღერებელი და მაგიტომ ვერ აჟღერებთ“,-განაცხადა  საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ.

„დაიცავით კბილებით თქვენი უწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ადრეა მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა“,-მიმართა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics