13:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 13:23:43, 2115 ნახვა

მსოფლიო
„ნოვიჩოკის“ შემქმნელი: სკრიპალი შესაძლოა, თავად ბრიტანელებმა მოწამლეს

„ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელის ლეონიდ რინკის განცხადებით, დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამლვის მოტივი რუსეთს არ ჰქონდა, - ამის შესახებ რინკიმ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მკვლევარმა აღნიშნა, მოსკოვში რუსული წარმოების ნივთიერებას არ გამოიყენებდნენ.

მისივე თქმით,  დიდ ბრიტანეთს შეეძლო "ნოვიჩოკი" ან ანალოგიური ნივთიერება თავად დაემზადებინა და სკრიპალი მოეწამლა.

"რუსეთს არ გააჩნია არანაირი მოტივი. პირველ რიგში სკრიპალისგან ყველანაირი ინფორმაცია ორივე მხარეს მოპოვებული აქვს. მოსკოვს მისი მოწამლვის არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. მითუმეტეს რუსეთი ამას არ გააკეთებდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ან თუნდაც ფეხბურთის  მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ნამდვილი დივერსიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ვერავინ გადარჩებოდა. ესროლო ადამიანს მძლავრი რაკეტით და არ მოახვედრო - სუსულელის პიკია", - განაცხადა "ნოვიჩოკის" შემქმნელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics