|
2018-03-19 16:23:07, 1351 ნახვა
სამხედრო
აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში დღეს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო. მინისტრმა რეზერვის სისტემის რეფორმასა და თავდაცვის მზადყოფნის ამაღლების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ახალი რეზერვის სისტემის ამოქმედების პროცესში რეგიონული პრინციპის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. ლევან იზორიას განცხადებითვე, აჭარის რეგიონში რეზერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის ახალი ლოკაციები შეიქმნება. აჭარის რეგიონში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ქობულეთში მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, ადლიაში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებს ესტუმრა. ლევან იზორია წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)