|
2018-03-19 15:41:40, 1429 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას პასუხი ერთიანად გაეცეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიესალმება იმ ფაქტს, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდნენ. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას პასუხი ერთიანად გაეცეს: "ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეცეს ერთიანად და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლადაა დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას. ხელისუფლება უკვე აქტიურად მუშაობს დიდი ხანია იმაზე, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც აქვთ ჩადენილი დანაშაული, მათ შორის საუბარი გავქვს მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ. ამის გამოხატულებაა, მათ შორის ის, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, და შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, მუშაობაა ამაზე დაწყებული. სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად. მუშაობა დაწყებულია, ეს მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)