|
2018-03-17 12:57:53, 1327 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: დღეს ჩამოვა კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული ჯგუფი და მათთან ერთად დაიწყება კვლევის პროცესი
„დღეს ღამე ჩამოვა კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული ჯგუფი და მათთან ერთად დაიწყება კვლევის პროცესი“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში, საბაგიროზე დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, „ბიურო ვერიტასი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ენდობიან. „ახლა მომივიდა შეტყობინება, რომლითაც დადასტურდა, რომ დღეს ღამე ჩამოვა კომპანია "ბიურო ვერიტასის" ექსპერტული ჯგუფი. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომლის ნდობაც აქვს მთელ მსოფლიოს და მათთან ერთად დაიწყება კვლევისა და ძიების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული.საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ბოლო ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათგან შვიდის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში 5 პაციენტი რჩება. მათგან ერთ-ერთის, უკრაინის მოქალაქის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ დაშავებულს, ექიმის ცნობით, ისინი კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებენ. რაც შეეხება შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, იგი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადის მკურნალობას. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)