|
2018-03-13 17:45:21, 1594 ნახვა
კომენტარი
დე-ფაქტო საგარეო მინისტრი: ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა. Apsnypress-ის ინფორმაციით, კოვემ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ რეალურ ნაბიჯეს, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს. „ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ასეთი ტიპის განცხადება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე. ჩვენი თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, - აღნიშნა დაურ კოვემ. დე-ფაქტო საგარეო მინისტრის შეფასებით, ჟენევის დისკუსიები სტაგნაციაშია და მრავალი წლის განმავლობაში შედეგის მომცემი არაა. "იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დავინახავთ სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოსაყალიბებლად, მაშინ მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ქართული მხარე პოლიტიკურ ნებას გამოავლენს", - დასძინა კოვემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)