|
2018-03-13 13:06:25, 2095 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რუსეთის განცხადება არ იყო კონსტრუქციულობის გამოხატულება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის პასუხი არაკონსტრუქციულია, თუმცა მას ცინიკურს ვერ უწოდებს. „სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომებს მისი პრაგმატული მიდგომებით არ პასუხობს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ცინიზმს როგორც ასეთი მე ამას ვერ დავუძახებდი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთმა მეტი კონსტრუქციული მიდგომა უნდა გამოავლინოს, ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციულობის გამოხატულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხიმგებლობა რუსეთს დააკისრა. „მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ აქ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ მიდგომით უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)