15:17 - 29 Jul, 2026
|
2018-03-12 00:39:38, 1918 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს
ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, გათავისუფლებული პირები თავს კარგად გრძნობენ. „არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ჩვენი ორი მოქალაქე, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი არიან გათავისუფლებულები. მათ მიეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორია და ამ წუთებში არიან მცხეთაში, თავის მშობლებთან ერთად. ამ წუთში მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად. სამწუხაროდ, ამ დროისთვის მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ახლა ვესაუბრებოდით ამ ადამიანებს და შეუძლებელია ახლა მეტზე ლაპარაკი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)