01:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 13:12:07, 449 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოში იპოდრომზე 11 კორპუსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხის განხილვა იგეგმება

დედაქალაქის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების, საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.
დღის წესრიგით, აღნიშნულ სხდომაზე იპოდრომზე 11 კორპუსის განაშენიანების რეგულირების დამტკიცების საკითხის განხილვაც არის გათვალსიწინებული. აღნიშნული თემის განხილვას „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელებიც დაესწრებიან.
ამ დროისთვის, საკრებულოს შენობასთან გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქცია–პერფორმანს მართავენ.  ისინი აქციაზე საყვირებით და დასარტყამი ინსტრუმენტებით არიან მისულები და დედაქალაქის ხელისუფლებას მოუწოდებენ, იპოდრომზე კორპუსების განაშენიანების გეგმა არ დაამტკიცოს.
საკრებულოსთან 50–მდე ადამიანია შეკრებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics