01:15 - 05 Jul, 2026
|
2015-05-18 11:59:12, 436 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის გზატკეცილზე მომუშავე მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ
რუსთავის გზატკეცილის მშენებლობაზე მომუშავე მუშები კომპანია „სინჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედს“ ხელფასის გაზრდას სთხოვენ. გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა ხელფასის გაზრდაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. „სინჰიდროს“ წარმომადგენლების თქმით, საკითხის გადასაწყვეტად მათ ვადა 20 მაისამდე ითხოვეს, რადგან ფინანსურ საკითხებზე სათავო ოფისს უნდა მოელაპრაკონ. როგორც მუშები აცხადებენ, მათი ყოველდღიური ანაზღაურება 21 ლარია და ამ თანხის გაზრდას ისინი მინიმუმ 30 ლარამდე ითხოვენ. „კურიერთან“ საუბრისას მუშებმა განაცხადეს, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო ხელფასი მათთვის არასაკმარისია, ამიტომ მის გაზრდამდე სამსახურში მისვლას არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)