|
2018-03-07 13:50:02, 1546 ნახვა
კომენტარი
მარშანია: ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდეთ, რომ სოხუმს, ცხინვალსა და თბილისს შორის უფსკრული არ გაიზარდოს
„კარგია რომ რეზოლუციის განხილვა გადაიდო, რადგან იმ შინაარსით, რა შინაარსითაც არის უკვე განსახილველად შემოსული, ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს ვერ დაუჭერს“,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანის“ წევრმა ადა მარშანიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე აუცლებლად უნდა დაისაჯოს. „დამნაშავე უნდა დაისაჯოს და მან უნდა იცოდეს, რომ ეს დასჯა იქნება აუცილებელი და გარდაუვალი. ეს უნდა მოხდეს მსგავსად ისრაელის მეთოდებისა. ეს არის და იქნება კონკრეტული საქმე, კონკრეტული პოლიტიკა და არა უსასრულო ჩვენი უსუსური და უპასუხიმგებლო განცხადებები, რომ დავგმოთ, დავგმოთ და დავგმოთ. 25 წელია ვგმობთ, იმას რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმის დაფიქსირება სამარცხვინოა, რომ ამ გვერდებზე 8 ჩამონათვალია იმისა, თუ რა არ შეგვიძლია ჩვენ, რომ არ შეგვიძლია არაფერი. როდემდე ვიცხოვროთ და როდემდე ვიმოღვაწეოთ ასე?! ძალიან კარგად მესმის რომ ჩვენ ჩასაფრებულად გვისმენს, როგორც სოხუმი ისე ცხინვალი. ამიტომ მინდა განვაცხადო, ჩვენ არ ვებრძვით ოსებს ჩვენ არ ვებრძვით აფხაზებს, ჩვენ ვებრძვით დამნაშავეებს, მკვლელებს, რომლებსაც ეროვნება არა აქვთ. ის ოსი სამხედრო სტრუქტურის თანამშრომელი, რომელმაც მოკლა არჩილ ტატუნაშვილი, მოკლავს აფხაზსაც, ოსსაც, რუსსაც და სხვა ნებისმიერი ეროვნების ადამიანს. ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდეთ, იმისათვის რომ უფსკრული სოხუმს, ცხინვალს და თბილის შორის კი არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს“, - განაცხადა მარშანიამ. მისივე განცხადებით, მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგია საჭირო. „მთელი ცხინვალი გარეთ გამოვიდა გუშინ, ის რომ 2 თვის წინ მთელი სოხუმი იყო გარეთ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან აუცილებელია. ყველა ფორმით, ყველა დონეზე გვჭირდება ეს ჩვენ ჰაერივით. მე მინდა მივმართო აფხაზ და ოს საზოგადოებას, ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ძალიან მოწადინებულნი იმისთვის, რომ ნებისმიერი დამნაშავე იყოს დასჯილი“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)