|
2018-03-05 11:56:54, 1648 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ავსტრიელ დიპლომატებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს არად ბენკოსა და თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერს უმასპინძლა. ლევან იზორიამ დიპლომატებს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლო მომავალში, ავსტრიული მხარის დახმარებით, საქართველოში საბრძოლო მასალების შენახვის სისტემების მენეჯმენტთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელება იგეგმება. ავსტრიას ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 2018 წელი ლოგისტიკის წლად არის გამოცხადებული და ლოგისტიკის განვითარების სფეროში ავსტრიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია: „ვიწყებთ გარკვეული სტრუქტურული და ფუნქციური ხარვეზების იდენტიფიცირებას. პირველ რიგში, აქცენტს პერსონალის მომზადებასა და განვითარებაზე გავაკეთებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეიარაღების იდენტიფიცირება, მისი ვარგისიანობის დადგენა და შესაბამისად, სასაწყობო მეურნეობის განვითარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა ავტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
(NS)
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)