|
2015-05-17 15:16:15, 451 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის წევრების მტკიცებით, ყარაჯალადან ქალები თურქეთში სავაჭროდ გაემგზავრნენ
გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში საქართველოდან 2 ახალგაზრდა ქალი წავიდა.თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მოსახლეობის განმარტებით, მათ თურქეთის მიმართულებით საზღვარი დაახლოებით 5 დღის წინ გადაკვეთეს, საქართველოში კი, მცირეწლოვანი შვილები დატოვეს. "გავიგე ინფორმაცია, რომ ორ ქალს დაუტოვებია ოჯახი, ბავშვები და წასულან. სად წასულან, რა მიზნით, ჭორის დონეზე ამბობენ, ვითომ სირიაში წასულან, მაგრამ ნამდვილად იქ წასულან, არ გადასულან არვიცი",-განაცხადა ყარაჯალას სკოლის დირექტორმა. "აღშფოთებულია მთელი სოფელი, ასეთ რამეს ყარაჯალაში არ ველოდებოდით",-აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტში ყარაჯალას რწმუნებულმა ალასიქატ სარდალიევმა. "რუსთავი2"-თან საუბარში ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ქალები სირიაში წავიდნენ. მათი თქმით, ისინი თურქეთში სავაჭროდ გაემგზავრნენ და დაბრუნდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)