|
2015-05-17 12:44:55, 428 ნახვა
საზოგადოება
5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსი ცხადდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსს აცხადებს. არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ დღეს არქიტექტორებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბაგა-ბაღების ასაშენებლად განკუთვნილი ტერიტორიები სააგენტოში შესული მოთხოვნების საფუძველზე შეირჩა. „მოვიწვიერთ არქიტექტორები, რათა გავაცნოთ საკონკურსო პირობები. გავაცანით ის 5 ობიექტი, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. ველოდებით, რომ ბევრი ნამუშევარი შემოვა და საუკეთესო პროექტი შეირჩევა“, - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ თორდინავას თქმით, კონკურსანტებმა ერთ თვეში უნდა წარადგინონ ესკიზური პროექტი და მისი განხილვის შემდეგ გამარჯვებული არქიტექტორი ან არქიტექტორთა ჯგუფი მოამზადებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რის შემდეგაც სატენდერო წინადადებების მომზადება დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)