|
2018-03-01 19:20:47, 2116 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია 2 მარტს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში - „თუმო". პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)