13:43 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 14:33:04, 1604 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დატოვეს

"ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა დატოვეს.   

"ევროპული საქართელო" ითხოვდა, რომ დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში ჩასულიყვნენ და დღის ბოლომდე კომიტეტს ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე განცხადა მიეღოთ.

"კონკრეტული ინიციატივა მინდა შემოგთავაზოთ. პირველი - რომ კომიტეტმა დღის ბოლომდე შეიმუშავოს განცხადება ბორჯომში განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ. კოლეგებს ვთხოვ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მეორე - ჩვენ, დეპუტატები, ვისაც გვაღელვებს თვითმმართველობის საკითხი ქვეყანაში, ჩავიდეთ ბორჯომში, გავესაუბროთ საკრებულოს წევრებს და შევისწავლოთ სიტუაცია", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის წევრები თინა ბოკუჩავა და ნიკა მელია, ითხოვდნენ კომიტეტისგან თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

სხდომაზე შექმნილი სიტუაცია, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბორჯომში ჩასვლის სიტუაციის დეესკალაცია მოახდინეს.

"ჩემთვის ღირებული იქნებოდა თქვენი ჩართულობა, როგორც პარლამენტის წევრების, მაგრამ თქვენ ჩახვედით ბორჯომში და მოახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, ახლა კი, საკითხს აყენებთ კომიტეტზე", - დასძინა გაბუნიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics