|
2018-03-01 14:21:00, 1734 ნახვა
პოლიტიკა
მელია გაბუნიას: პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ
პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკსა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გაბუნიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ადგილზე ვითარების ესკალაცია ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლამ გამოიწვია. „ბატონო ნიკა, გუშინდელ დღეს ბორჯომში, მოვლენების ესკალაციას საფუძველი დაუდო თქვენმა და სერგო რატიანის ჩასვლამ და იქ საკითხისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემამ“, - მიმართა გაბუნიამ მელიას. აღნიშნულმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. მელიამ გაბუნიას უნამუსო უწოდა. „პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. ამას რომ ამბობ, ხარ უნამუსო. იცი რატომ ? დღის 12:00 საათზე უმაწყალოდ იყო ნაცემი ლებორისტული პარტიის წევრი და ხმა არ ამოგიღიათ. მას შემდეგ რაც ცემეს დეპუტატი და ტყვეობაში აიყვანეს, ამის შემდეგ ჩავედი საღამოს 6 საათზე. დეპუტატები რომ არ ჩავსულიყავით, სისხლიც დაიღვრებოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)