|
2015-05-17 10:18:11, 431 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, მთავრობის მეთაური რეგიონში ახლად გახსნილ და მშენებარე საწარმოებს დაათვალიერებს. 10:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრება. კიდევ ერთ საწარმოს, რომელიც მაისის ბოლოს გაიხსნება, პრემიერი ანასეულში დაათვალიერებს, ხოლო გურიანთაში - ახლად გახსნილი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას გაეცნობა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა გურიის რაიონების გამგებლებთან. 14:00 საათზე კი, ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტში“, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს. მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ ყველა რეგიონის პოტენციალი შეისწავლა, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში წარმოების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)