|
2015-05-16 17:38:37, 558 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა პარალიზებულია
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, დიღმის მასივის შიდა გზებზე საცობებია. ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება. „თბილისი 2015“-ის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლისთვის შემოღებული შეზღუდვების გამო, ავტომობილები დიღმის მასივის შიდა გზებით სარგებლობენ, რამაც გზებზე საცობები შექმნა. ავტომობილებისთვის გადაადგილება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან "თბილისი მოლის" მიმართულებით არის გადაკეტილი. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. გარდა ამისა, სრულად არის გადაკეტილი ლიუბლიანას ქუჩა. ასევე, მოძრაობა გართულებულია მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)