|
2018-02-27 14:30:58, 2133 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - 2018-2019 წლების განმავლობაში საქართველოში 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება
„ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის" გახსნაზე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობის შედეგია, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა, ვითარდება და ფართოვდება აეროპორტები და მიმდინარეობს ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების სწორი განაშენიანების გეგმების შედგენა. მინიტრის განმარტებით, ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ ტურიზმმა ქვეყანაში მეტი შემოსავლები მოიტანოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. „2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13,700-ზე მეტი საწოლი ადგილით; ხოლო 2018-2019 წლების განმავლობაში იგეგმება 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა, 22,200-ზე მეტი საწოლი ადგილით.
(NS)
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)