|
2018-02-22 09:11:28, 1725 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ვიცე-პრემიერს, მეჰმეტ შიმშეკს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პროცესებისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მის ძირითად სავაჭრო პარტნიორების, მით უფრო თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ორი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მეჰმეტ შიმშეკმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში არსებული ფისკალური პროცესებისა და ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ასამოქმედებლად საჭირო ოფიციალური პროცედურების თურქეთის მხრიდან დროული დასრულების აუცილებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის თურქეთში ვიზიტისას გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვან შედეგებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა თურქეთის ბაზარზე გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქცია კვოტების ფარგლებში და გაუქმებული ტარიფებით შევიდეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნეს წრეების დაახლოებასა და რეგიონალურ პროექტებში თანამშრომლობის განვითარებას. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)