|
2018-02-21 15:09:54, 1665 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: საზმაუ არის ერთპარტიული ტელევიზია, რომელსაც აქვს ფული და არ აქვს დამოუკიდებლობა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთპარტიული ტელევიზიაა. როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება სხვა ტელევიზიებს დააზარალებს. გარდა ამისა, გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ სამეურვეო საბჭოს დამტკიცების პროცესში ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს ჩართული. "დღეს არის კულმინაციური წერტილი იმ სამარცხვინო მოვლენების ჯაჭვისა, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და პირდაპირ რომ ვთქვათ, ტელევიზიების დაწიოკება. უმრავლესობა ახლა მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და ძალაში შევა კანონი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ. ეს არის ბოლო წერტილი ამ დროის განმავლობაში მიმდინარე უხეში ზეწოლისა მედია სივრცეზე. ჩვენ გვესმის, რომ პრობლემები ექმნება სხვა მაუწყებლებსაც. რატომ ხდება, რომ ხელისუფლება უხეშად ერევა მედია სტრუქტურების საქმიანობაში?! - იმიტომ, რომ მათ უნდათ თავისუფალლი სიტყვის შეზღუდვა და ფაქტობრივად მთელი მედია სისტემა გამოიყენონ თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომლის საბოლოო შედეგი იქნება არჩევნებში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. როდესაც დემაგოგიურად ვამბობთ, რომ მაუწყებელს ფული იმიტომ სჭირდება, რომ იგი დამოუკიდებელი იყოს - 53 მილიონიან მაუწყებელს ფული აკლია?! თქვენ ამბობთ, რომ საზმაუ დამოუკიდებელია იმის გამო, რომ მას ფული ეძლევა?! მათ უნდათ, რომ დამოუკიდებელ მედიებს ბოლო ლუკმა წაართვან. მაუწყებელი არის ერთპარტიული ტელევიზია, რომელსაც აქვს დიდი ფული. აქვს ფული - არ არის დამოუკიდებელი. მაუწყებლის მართვა თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. ჩვენი წინადადება იყო, რომ დაგეთხოვათ მთლიანად სამეურვეო საბჭო. მაგრამ თუ ამას არ გააკტებეთ, გვაქვს შანსი, რომ გავაუმჯობესოთ მისი სტრუქტურა. წინა შემთხვევაში კანონის დარღვევით დაამტკიცეთ საბჭო სადაც უმეტესობა "ქართული ოცნების" მომხრე იყო - არ ჰკითხეთ არც ომბუდსმენს, არც აჭარის პარლამენტს და არც ოპოზიციას. ამ საბჭომ სამარცხვინო 4 კანდიდატი წარადგინია და ყველაზე სამარცხვინოს თქვენ კენჭი უყარეთ. დღეს მან მაუწყებელში პრობელემბი შექმნა. მოგიწოდებთ, სამეურვეო საბჭოს დამტკიცებაში ოპოზიცია იყოს მაქსიმალურად ჩართული", - განაცხადა დეპუტატმა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)